დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ალბათ ტაბლოიდებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მარკ ზაკერბერგისა და „ამაზონის“ მფლობელის, ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის პერიპეტიებია. მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც Meta-ს დამფუძნებელი ლორენს მკერდზე დაჟინებულად უცქერს. მარკთან ჩურჩულისგან თავი არც თავად ლორენს შეუკავებია.
ყოველივე ამის შედეგ ირკვევა, რომ მარკმა ლორენი „ინსტაგრამზე“ გამოიწერა და მის ფოტოებს აქტიურად „ალაიქებს“.
სულ ცოტა ხნის წინ მარკმა მეუღლესთან გადაღებული ფოტოების სერია გაავრცელა, თუმცა მოსახდენი უკვე მოხდა და ზაკერბერგი ფაქტობრივად პირველად გაეხვია „სასიყვარულო სამკუთხედში“. ინტერნეტსივრცეში უკვე ფსონებსაც კი დებენ, რამდენ ხანში განქორწინდება მარკი პრისცილა ჩანთან, რომელზეც ის უკვე 12 წელია დაქორწინებულია.
ცხადია, ყოველივე ამას უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა:
„ნუთუ მარკი ამაზონ-პრაიმს დაკარგავს?“, „ახლა ზაკერბერგი ფეისბუკზე მოწონებებს საჯაროდან მოხსნის“, „აი ამას ჰქვია ერთი შეხედვით სიყვარული“, „ნეტავ რეებს ეჩურჩულებოდა ლორენი მარკს“, „მეტა ამაზონის წინააღმდეგ“, „ერთი დაჟინებული მზერით გადარევა“.