LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – კორპუსის მდგრადობას, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტები შეისწავლიან

230
vazis

ისნის რაიონის გამგებელის ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლების მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. ნიკა ელისაშვილის თქმით, ერთი ადამიანი, მძიმედ არის, ხოლო 4 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჩვენი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. სხეულის დაზიანება მიიღო 5-მა ადამიანმა. ხუთივე მათგანი გადაყვანილია კლინიკებში. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და ხანძარი.

ჩვენი ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც მძიმე დაზიანება დამწვრობა მიიღო, მძიმედ არის, დანარჩენი 4 ადამიანი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა რაიონის გამგებელმა.

საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში მდებარე კორპუსის მდგრადობას, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტები შეისწავლიან.

მისი თქმით, ადამინები, ვინც აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდა, ტერიტორიიდან გამოიყვანეს, საჭიროების შემთხვევაში მათ სასტუმროში გადაიყვანენ. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, შენობის მდგრადობის შესწავლის მიზნით, ადგილზე თბილისი ლაბორატორიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

“ამ ეტაპისთვის ერთდაერთი ეჭვი რაზეც გვაქვს, ფაქტია, რომ ამ ბინაში იყო გაზის დაგროვება. რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება და გაჩნდა ხანძარი. ახლა ადგილზე მოვა თბილისი ლაბორატორია შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით და დილამდე გვექნება ინფორმაცია”, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

შსს: ვაზისუბანში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან, ერთმა დამწვრობა, სამმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო

magti 5g