LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში – თეონა ჭალიძე მუხაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისში არსებულ პირობებზე საუბრობს

282
თეონა ჭალიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თბილისის მერს მიმართავს. თეონა ჭალიძის თქმით მუხაძის 12 ნომერში არსებულ საცხოვრისში განთავსებულ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ჭალიძე კახა კალაძეს საცხოვრისში ღამის გათენებისკენ მოუწოდებს, რადგან რეალურად გაიგოს ამ ადამიანების პრობლემების შესახებ.

წარმოიდგინეთ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში ცხოვრობთ სადაც კედლები მეზობლებთან ყველა მხარეს გიფსომუყაოსია. წარმოუდგენელია მაგრამ წარმოიდგინეთ. მაინც წარმოუდგენელია ხო? არადა სოციალურ საცხოვრისში ასამდე ოჯახი სწორედ ასე ცხოვრობს. დადებითი აქ ისაა, რომ დააცემინებ მეზობელი შემოგძახებს – სიცოცხლეო. ეს ხუმრობით მაგრამ რა დროს ხუმრობაა როცა ადამიანების ცხოვრება გაუსაძლისია ასეთ პირობებში (გ.მუხაძის 12). დასაწერად და წასაკითხად თითქოს მარტივია, მაგრამ ასეთი ცხოვრება, როცა პირადი აღარაფერი დაგრჩენია გაუსაძლისია. განა რა თანხა დაიზოგა ამ კედლების შესაფერისი მასალით აშენებაზე?! ან განა შეიძლებოდა ამაზე ეკონომიის გაკეთება?? ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში, სადაც სახლს გარე ფასადის გარდა შიგნით სამივე მხარეს „დერეფნული“ სისტემის საცხოვრისში გიფსომუყაო ექნება. მერე იქნება მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება ცვლილებებისთვის თავის თავზე რომ გამოცდის ეს რას ნიშნავს.

ავადმყოფები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები ფაქტობრივად ერთ დიდ სახლში არიან. ადამიანები იძულებულები არიან აივნებზე დაიძინონ. იმედია აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიის ოფიციალური პოზიცია ბენეფიციარების სასარგებლო იქნება“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g