LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი სიტყვით გამაგებინე დეე, რომ ცოცხალი ხარ” – 23 წლის გაუჩინარებული ქალის დედა ვიდეო მიმართვას ავრცელებს

594
109582981-10217652105071261-7758045110957235746-n

23 წლის გაუჩინარებული ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

“ერთი სიტყვით გამაგებინე დეე, რომ ცოცხალი ხარ. ვკვდები ისე ვნერვიულობ.. გევედრები გამაგებინე”,- აცხადებს ახალგაზრდა ქალის დედა “მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახის წევრები მესამე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების განმარტებით მისი კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში.  ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაკარგული პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ. 23 წლის ქალი სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g