27 წლის პოპ-ვარსკვლავმა, არან გრანდემ თაყვანისმცემლებს სიურპრზი მოუწყო. არტისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამ თვეში ახალ ალბომს გამოუშვებს.
„ერთი სული მაქვს, ამ თვეში, ახალი ალბომი გამოვუშვა“, – წერს არიანა.
მუსიკოსის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მან 1 მილიონი მოწონება დაიმსახურა. პოსტზე ისეთი ცნობილი მსახიობის კომენტარსაც ვკითხულობთ, როგორიც ჰოლი ბერია, მან გრანდეს შავი გულები დაუკომენტარა.
შეგახსენებთ, ზაფხულში გამოსულმა, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს დუეტმა Rain On Me უამრავი ჯილდო მოიპოვა მან მსოფლიო ჩარტები დაიპყრო. არიანას უკანასკნელი ალბომი 2019 წელს გამოვიდა, მან ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.