საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვალერი გელბახიანსა და გუბაზ სანიკიძეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააკაშვილი ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომ შეხვდა ძველ თანამებრძოლებსა და ოპონენტებს.
„გიორგობის დღეს შევხვდით ჩვენ ძველ თანამებრძოლებთან და ასევე ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე, დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს საქართველო და ყველა თაობას. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა და ჩვენი ამოცანა არის ახალგაზრდებს, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. მადლობა გუბაზს და ვალერის, ჩვენ ბიჭებს, რომ ჩამოვიდნენ კიევში და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ყველაფერს ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაც ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ აბსოლუტურად. ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს
ამასთან, უკრაინიდან მიულოცა ქართველ ხალხს გიორგობა გუბაზ სანიკიძემ და ერთიანობისკენ მოუწოდა.
„გილოცავთ ქართველებო გიორგობას, მრავალს დაესწარით, წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას უკრაინას, ჩვენს მოძმე ქვეყანას. კიევის წმინდა მიწაზე ვართ ჩვენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრაინელები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით. მოგილოცავთ ყველას და მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე. საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, გაიხარეთ, იბედნიერეთ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი გარკვეულწილად ჩვენ თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს. მიგვაჩნია, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი. ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ ამას, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
„ჩემს მშობლიურ თბილისს თავზე წამოასკუპდნენ ადამიანის მსგავსი ბანდერლოგები” – მიხეილ სააკაშვილი
