რამდენიმე კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 41 წლის კიმ კარდაშიანი და 27 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან. აღნიშნული ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რეალითი შოუს ვარსკვლავმა პიტს გადაცემაში მხურვალედ აკოცა.
რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ერთად არიან. ახლახან კიმი პიტთან ერთად დედის, კრის ჯენერის სახლს ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ კიმი, პიტი და კრისი ერთნაირ პიჟამებში პოზირებდნენ. აღნიშნული კუბოკრული ტანისამოსი კიმის ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექციიდანაა წარმოდგენილი.