LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი, ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ“ – დონალდ ტრამპი სცენაზე ოჯახთან ერთად ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა

187
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა, რომელიც Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიის 277 ხმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, ცოტა ხნის წინ საკუთარ მხარდამჭერებს საჯაროდ მიმართა.

Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

ტრამპი სცენაზე ავიდა მეუღლესთან – მელანია ტრამპთან და ოჯა­ხის წევრებთან ერთად, რომლებმაც მას გამარჯვება მიულოცეს. დონალდ ტრამპის გვერდით ასევე სცენაზე იყო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჯეი დი ვენ­სი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

სიტყვით მიმართვის დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისია“.

„ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება და ეს სჭირდება ძალიან მალე. ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს საზღვარზე და მოვაგვარებთ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ და აქამდე რთული გზა გავიარეთ: გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ბევრს შეუძლებელი ეგონა.

ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომლის მსგავსი ადრე არავის უნახავს. ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. ეს არის ამერიკელი ხალხის დიდებული გამარჯვება, რომელიც დაგეხმარება, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპი იყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნული თანამდებობას 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე იკავებდა.

„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება… ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა“ – ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს

როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერენ, დონალდ ტრამპი პრეზიდენტად ხელახალი არჩევით, ისტორიას წერს პოლიტიკური დაბრუნებით, რადგან ის გახდა პირველი პრეზიდენტი აშშ-ის რიგით 22-ე და 24-ე პრეზიდენტის – სტივენ გროვერ კლივლენდის შემდეგ, რომელიც ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ არა ზედიზედ, არამედ 4 წლის შემდეგ და ის თანამდებობას დაუბრუნდა დამარცხების შემდეგ.

„ეს იშვიათი შემთხვევა ხაზს უსვამს მის გავლენას ამერიკულ პოლიტიკაში“, – წერს Fox News.

ნიკა გვარამია: „მე მაინც ის მაცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g