LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის დესტრუქციული, მავნებლური ორგანიზაცია“ – ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს

138
Untitled design (4)

კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ამტკიცებს, რომ „ფრანკლინის კლუბი“ დესტრუქციული ორგანიზაციაა და მას საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან არანაირი საერთო არ აქვს.

„რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს, რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლიონ ახალგაზრდებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძე

„ფრანკლინის კლუბი“ არის ამ ქვეყანაში, მას არა აქვს არანაირი საერთო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, მავნებლური ორგანიზაცია და მათი მხრიდან პოლიტიკური გზავნილი, რომ ისინი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღეს აღნიშნავენ სწორედ კოკა-კოლის ტერიტორიაზე, რომელმაც იკადრა უკადრებელი უკანასკნელ დღეებში და სცადა მავნებლურად, შეფარულად ჩვენი ბავშვების ფსიქიკაზე ზემოქმედება ნეგატიური, LGBT პროპაგანდის გავრცელება და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, გამოვიდა და საზოგადოებას, ქართველ ხალხს დაგვიძახა ბნელი. ამის გასაპროტესტებლად მოვედით“, – ამბობს შაქარიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ის გუშინდელი ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ტყუილს უწოდებს.

„არანაირი ძალადობა. ტყუილია. თქვენ თუ 10-ჯერ იტყვით კვერცხზე ქვას, ის ქვა არ გახდება. იმიტომ რომ თქვენ მაგის ძალა არ გაქვთ, არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება. მაგრამ, განსხვავებით ამისგან, განახვებთ, ეს ხალხი რას აკეთებდა 7-8 მარტს, როგორ ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ცდილობდა ცეცხლი გაეკიდებინა პარლამენტის შენობისთვის და როგორ მიატოვეს იმ ლიდერებმა, ვინც ახლა მოჰყავთ აქ ე.წ. სპიკერებად. იმ ადამიანებმა წაიყვანეს ბავშვები, ახალგაზრდები წაიყვანეს პროვოკაციაზე, შემდეგ მიატოვეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიღუპებოდა ვინმე. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ“, – ამბობს ვატო შაქარიშვილი.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

ამავე თემაზე:

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

„ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო“ – მელია ჯაფარიძესთან დაკავშირებით შაქარიშვილის განცხადებაზე

„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი

„იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის“ – გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

სახალხო დამცველი ზურაბ ჯაფარიძესა და ბორჯომში, თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკზე თავდასხმის ფაქტებს შეისწავლის

„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა – ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!“ – გიორგი გახარია

არასამთავრობო ორგანიზაციები: დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია – მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დასაჯონ დამნაშავეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g