LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ინდუსტრიის გაჩერება” – საავიაციო სექტორი ვერ გადავა სწრაფი მიწოდების სერვისზე

95
no-flights-sign

„საავიაციო და მოგზაურობის ინდუსტრია ვერ გადავა სწრაფი მიწოდების სერვისზე. ტურიზმის ყველა კომპონენტი მოსაფრთხილებელია. ცხოვრება არ მთავრდება ვირუსით, ოპტიმიზმი, ხედვა და საქმე გვჭირდება”, – ამის შესახებ ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ერთი თვის წინ გაიმართა ასოციაციების შეხვედრა პრემიერთან, სადაც მიწვეული იყო როგორც საქართველოს ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი ასოციაცია და საუბარი შეეხებოდა წერტილოვან შეზღუდვებს.

„მკაფიოდ განსაზღვრა პრემიერმა, რომ სისტემის სრული “ლოქდაუნი” არ იქნებოდა. ერთი თვის შემდეგ, ვიღებთ ჩვენი ინდუსტრიის სრულ “ლოქდაუნს”. მაშინ როდესაც ინდუსტრიამ დაიწყო ინვესტირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დონორებთან აქტიური მოლაპარაკება – ახლა კი იძულებულია გაჩერდეს. ეს არ არის წერტილოვანი შეზღუდვა, ეს არის ინდუსტრიის გაჩერება.

მე, როგორც საავიაციო ასოციაციის პრეზიდენტმა, დავიწყე ასოციაციის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, ვიქირავე ოფისი, ჩავატარე გასაუბრებები, შევარჩიე კომპეტენტური ადამიანები, ვგეგმავდი ფართო მასშტაბიანი სერვისების შექმნას, იმ გზავნილის მიხედვით რაც მთავრობამ გააჟღერა – იყავით მზად, რომ პოსტმანდემიური პერიოდის შემდეგ დავიწყოთ მყისიერი აღდგენა.

ახლა იძულებული ვარ შევაჩერო საქმიანობა და ვიფიქრო გადარჩენაზე. ასეთ მდგომარეობაშია მთელი სტუმართმასპინძლობის, ტურიზმისა თუ ავიაციის სფერო. ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ ჩვენი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება, ისევ უტოპიურ შეჩერებაში ვართ“, – ამბობს თამუნა თანდაშვილი, რომლის კომენტარსაც სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები