LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

381
2025-04-16_22-26-34_509180

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მომხდარს მომღერალი სოფო ნიჟარაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის პასუხი მანიფესტს.

მისი თქმით, ახლა ქუჩაში გამოსვლაა საჭირო.

„ეს არის პასუხი მანიფესტს. თეატრი არ ეგუება იმ უსამართლობას, რაც ხდება. ათეულობით ადამიანი, მათ შორის ჩვენი მსახიობი ციხეშია. ვფიქრობ, სოციალურ ქსელში პოსტვა აღარ არის საკმარისი და ქუჩაში გამოსვლა არის საჭირო“, – აცხადებს სოფო ნიჟარაძე.

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g