LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩვენ გამოგვდის – ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორეთი ერთმანეთს ვკლავთ, სიკვდილსაც გააჩნია, მამა რომ გიკლავს დედას.. მხოლოდ ერთი კითხვით გამოვხატავთ – უი, კიდევ?!“ – მამა პეტრე კოლხი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

642
Untitled design

18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

„ისევ მკვლელობა, ისევ სისხლი, ისევ შურისძიება. ქრისტეს ტირილი იდგა გუშინ სამების ეზოში. უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, როგორ უნდა გაუადვილდეთ ცხოვრება… სიკვდილსაც გააჩნია, მამა რომ გიკლავს დედას.

რატომ ვერ ვცვლით ვერაფერს, რატომ დაგვემართა უკურნებელი სიბრმავე და სიყრუე.

ამდენი მესიანისტური ბოდვები, რით ვერ მოვიშორეთ… რჩეული ერის, მართლმადიდებლობის დამცველის ნიღაბი რით ვერ გაცვდა. მკვლელები ვართ, ბოღმიანი და გაბოროტებული ერი…

ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი სინანული გვქონდეს, თავს იმით ვინუგეშებთ, თურმე სხვაგან უარესი ხდება… სხვას არ გააჩნია, წილხვდომილობის ამბიცია.

ეს ჩვენ გამოგვდის, ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორეთი ერთმანეთს ვკლავთ.

ამაზე უფრო შემზარავი ის არის, რომ შევეგუეთ ყველა უბედურებას. მხოლოდ ერთი კითხვით გამოვხატავთ – უი, კიდევ?!
საბოლოოდ, პასუხს ყველა ვაგებთ!..“ – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

 

ისევ მკვლელობა, ისევ სისხლი, ისევ შურისძიება. ქრისტეს ტირილი იდგა გუშინ სამების ეზოში. უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, როგორ…

Posted by Petre Kolxi on ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

„მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ აბაზანაში ჩაიკეტა“ – დოლიძეზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი – გახარია პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და მოხსნა – ნათია მეზვრიშვილი

2018 წლის ივლისში დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება – შსს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები