LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დემნას არჩევანია“ – ფილიპ კირკოროვი აცხადებს, რომ ის „ბალენსიაგამ“ „შავ სიაში“ შეიყვანა

803
page

რუსი მომღერალი, ფილიპ კირკორივი მოდის სახლის, „ბალენსიასგას“ „შავ სიაში“ მოხვდა. მას ბრენდის პროდუქციის შეძენის საშუალება აღარ აქვს, ამის შესახებ მან ინტერვიუში თავად განაცხადა. კირკოროვის თქმით, მის სტილისტს ბრენდის წარმომადგენელი დაუკავშირდა მონაკოდან და შეატყობინა, რომ მომღერალი მათ პროდუქციას ვეღარ შეიძენდა, რადგან ის რუსეთში დარჩა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერია.

ამის შემდეგ არტისტმა თავად სცადა ვითარებაში გარკვევა, მან დუბაიში ჩანთის ყიდვა დააპირა, თუმცა უშედეგოდ, მას უარი უთხრეს.

„მე ჩემს მეგობარს დავურეკე აშშ-ში და ვთხოვე, ჩემი სახელით რაიმე ეყიდა ბალენსიაგაში, მასაც უარი უთხრეს, იგივე განმეორდა პარიზში მდებარე ფილიალშიც. რას ვიზამთ, ეს დემნას არჩევანია. ძალიან შეგვაშინეთ, თქვენ არა და სხვა მოიძებნება“, – აცხადებს ფილიპი.

ფილიპ კირკოროვის ახალი იმიჯი – პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, რუს პროპაგანდისტს პირის აპარატი „ჩაეკეტა”

რუსეთში ვიზიტით მყოფმა ორნელა მუტიმ, სასურველ მამაკაცად ფილიპ კირკოროვი დაასახელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები