ანრი ჯოხაძე 26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, კომპანია Sparks-ის ორგანიზებით, სოლოკონცერტისთვის ემზადება.
„ეს დღე ჩვენია“ – ეს არის ანრის კონცერტის სახელწოდება და ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
კონცერტზე აჟღერდება გენიალური ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური შედევრები, ყველასთვის საყვარელი სიმღერები, რომლებიც თავად ჰყვებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე biletebi.ge