ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ,პრემიერ-მინისტრმა მედიასთან დღის მთავარ თემებზე კომენტარი გააკეთა. კახა კალაძესთან დაკავშირებულ კითხვაზე კი პასუხის გაცემა არ ისურვა. მეტიც, უკან დადევნებულ ჟურნალისტებს ქცევის წესები და პროფესიული ეთიკაც დაუწუნა.
“მოდით, გეტყვით, რა ამოძრავებს კახი კალაძეს… ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, რაღაც ეთიკაზე, ქცევაზე უნდა შევთანხმდეთ. არ შეიძლება ასე. დავალებების მიღება ჟურნალისტებისთვის აი იქიდან…მე ხომ მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. აი, ეს გამოკიდება ახლა რა არის? ან თუ გვაქვს რაღაც შეკითხვები, მითხარით რაღაც ნორმალურად, ეს ყვირილი, წივილი, ნერვებს გაუფრთხილდით…”