LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა” – საქართველომ შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა

48
FORTUNA.GE- (2)

საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა.

საკანონსმდებლო ორგანოში დადგენილების პროექტს კენჭი ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს.

პარლამენტმა მიიღო დადგენილება 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარემ კი მას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უწოდა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეალურად, გააუმჯობესებს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრებას:

“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება. საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.

ადამიანის უფლებების დამცველებს და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ოქმის რატიფიცირება.

ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვს, უკეთესობისკენ გააუმჯობესებს”. – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს – ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები