კაცობრიობის კალორიული საჩუქარი, რომელიც შესაძლოა მალე მთელმა ამერიკამ დააგემოვნოს – უამრავი ცნობილი ამერიკული გამოცემის შემდეგ, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა: „ნიუ-იორკერი“ და „ინსაიდერი“, აჭარული ხაჭაპური გამოცემა Los Angeles Times-ის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.
„ამერიკაში მალე ყველა აჭარულ ხაჭაპურს მირთმევს?“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ჩვენს ეროვნულ კერძზე Los Angeles Times და სტატიის ავტორი გვიყვება ისტორიას, თუ სად და როგორ გასინჯა პირველად აჭარული ხაჭაპური.
„ქართულ სამზარეულოში მე აღმოვაჩინე ხაჭაპური-ყველის ნავი” – ამბობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ პირველად აჭარული ხაჭაპური მანჰეტენზე გასინჯა -რესტორან „ოდა ჰაუსში“, ჯერ კიდევ 2015 წელს. აღსანიშნავია, რომ მანჰეტენზე რამდენიმე ქართული რესტორანი მდებარეობს, მათ შორისაა: „ოდა ჰაუსიც“, სადაც ადგილობრივებს ქართული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. გარდა ამისა, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ქართული რესტორნებით სავსეა ბრუკლინიც და თანდათან, ქართული სამზარეულო ამერიკელებისთვის უფრო და უფრო ახლობელი ხდება. განსაკუთრებით კი მათ მოწონებას აჭარული ხაჭაპური იმსახურებს.
კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება - აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელეს
რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს
სწორედ ამიტომ, Los Angeles Times-ის ჟურნალისტი ამერიკელ მკითხველს დეტალურად უყვება, რა ადგილი უკავია აჭარულ ხაჭაპურ ქართულ სამზარეულოში და როგორ მზადდება იგი. როგორ ჟურნალისტი წერს, საქართველოში ხაჭაპური ერთ-ერთი გამორჩეული კერძია და მისი უამრავი სახეობა არსებობს- ერთ-ერთია აჭარული ხაჭაპურიც, რომელიც საქართველოს ზღვისპირა რეგიონში აჭარაში გამოიგონეს. კერძის ფორმა ნავს მოგვაგონებს, ის სავსეა ყველის მასით, შუაში კი კვერცხის გული, ან გულებია მოთავსებული. სტატიის ავტორი ყურადღებას კერძის მირთმევის წესებზეც ამახვილებს.
https://giphy.com/gifs/cheese-khachapuri-adjaruli-o4XNPgTJDu7WU
შეგახსენებთ, აჭარულ ხაჭაპურზე სხვადასხვა ამერიკული გამოცემები ძალიან ხშირად წერენ. კერძს ისინი, ძირითადად, „ჩიზბოუთის“ სახელით მოიხსენიებენ. სხვათაშორის, ამავე სახელწოდების სწრაფი კვების ობიექტიც კი არსებობს ნიუ-იორკში. „ჩიზბოუთი“ ანუ ყველის ნავი – ასე ჰქვია ნიუ-იორკის უილიამსბურგის უბანში წლების გახსნილ ბისტროს, რომელმაც სახელი აჭარული ხაჭაპურის მრავალფეროვნებით გაითქვა.
„ამერიკას აინტერესებს როგორ მზადდება ჩიზბოუთი“ – ამ შინაარსის გადაცემა გასულ წელს ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირ ეთერშიც კი მოხვდა. გადაცემა The chew -ში ცნობილმა შეფ-მზარეულმა მაყურებელს ქართული კერძის მომზადების წესები გააცნო.