პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელიც მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე გერმანიაში გადის, საზოგადოება კარგად იცნობს. პატარას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.
გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ინტენსიურად ავრცელებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე.
ცოტა ხნის წინ თაკო ბარბაქაძემ „ფეისბუკში“ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:
„გუშინ ჩემთან ექიმი შემოვიდა და ვისაუბრეთ, ახლაც შოკში ვარ, თუმცა, არ ვიცოდი ყველაფერი და არაფერი მითქვამს. მითხრა, ხვალ დაგელაპარაკებათ გასტროენდოკრინოლოი უფრო დეტალურადო.
გაბრიელის ნაწლავი 100 სმ არის, ან უფრო მეტიც, რენდგენზე მთლიანადად ვერ დავინახეთო. დავათვალიერეთ ქვემოდანაც და ზემოდანაც ჩავედითო. ორი გამოკვლევა გაუკეთეს, ერთი ზევიდან, მეორე ქვევიდან, ანუ უკანა ტანიდან. ნაწლავში არანაირი შეფერხება არ არისო, რაც შეუშვეს მთლიანად გაიარა, არც კი შეფერხებულაო. ეს კარგი ამბავია, თან ძალიან, მაგრამ რაზე ვარ ახლა გაბრაზებული, თურქეთმა მითხრა, რომ 25 სანტიმეტრი არის, ამასთან ერთად შეხორცებები აქვს ნაწლავში და ეგ რომ ამოვაჭრათ, ნაწლავი აღარ დარჩებაო. რისთვის მახდევინეთ ამდენი ფულები!
არ ვიცი, შეიძლება ადრე კარგი იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასულები. ქართველებმა კი მითხრეს 45 არის ან უფრო მეტიცო. გაბრიელს 1 მეტრზე მეტი აქვს ნაწლავი, ამას პლიუს, არანაირი შეფერხება არ აქვს ნაწლავში და ოპერაციის გაკეთებაც ჩვეულებრივად არის შესაძლებელი, თუმცა რადგანაც ბავშვი იმატებს, ურჩევნიათ, რომ ცოტახანი დაასვენონ.
2-3 თვეში გაბრიელი სრულიად მოიხსენება გადასხმიდან თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მიდის. დღეიდან ნელ-ნელა მას ფაფებს დააწყებინებ და ყოველდღიურად გაუზრდიან. ნაწლავი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთიანად მიღების შემთხვევაში მდგომარეობა გაუარესდება. რისთვის იწვალა გაბრიელმა ამდენი და რატომ“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
