ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას.
მისივე თქმით, ქართველების უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს.
“ქართველების უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. წინსვლის ნიშანი არ ჩანს. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”, – წერს იან კელი.
The vast majority of Georgians want a European future. This yet another step backward. There is no forward momentum. The people of Georgia deserve much better. https://t.co/8ruysG0m5J
— Ian Kelly (@ikelly731) November 2, 2022
შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ფოტიგა: მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“
ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა