ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას იმ საყურადღებო ნიშნების შესახებ უყვება, რაც შესაძლოა წონაში საგრძნობლად კლების გამომწვევი მიზეზი გახდეს:
„თუ ხართ 70 კგ და ბოლო 6 თვეში დაიკელი 3,5- ზე მეტი ისე, რომ არ შეგიცვლია კვების სტილი და არ გაგიზრდია ფიზიკური აქტივობა, მაშინ ეს არის ძალიან საყურადღებო. საქართველოს რეალობაში, წონის კლებას ბოლო 6 თვეში შესაძლოა იწვევდეს ხუთი სხვადასხვა დაავადება, ესენია:
სიმსივნეები, ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი, ცელიაკია ან სხვა მსგავსი პათოლოგიები, შესაძლოა იყოს ტუბერკულოზიც კი და ბოლოს შესაძლოა იყოს აივ ინფექცია“, – ამბობს ექიმი.
@giorgighoghoberid7 ეს ნიშანი უყურადღებოდ არ დატოვო
♬ Last Hope – Steve Ralph