კვენტინ ტარანტინომ ათწლეულის საუკეთესო ფილმები დაასახელა. სხვათა შორის, რეჟისორის ფავორიტი ფილმების სიაში არც მის მიერ შექმნილი „ერთხელ ჰოლივუდში“ და არც „ჯანგო“ მოხვდა.
ლეგენდარული რეჟისორის აზრით, ათწლეულის საუკეთესო ფილმი 2010 წელს გამოსული დევინ ლინჩის „სოცილაური ქსელია“, ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქი“. ფილმში მთავარ როლებს ჯესი აიზენბერგი, ჯასტინ თიბერლეიქი, ენდრიუ გარფილდი დაკოტა ჯონსონი და რუნი მარა ასრულებენ. ფილმი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი და საბოლოოდ სამი ჯილდო მოიპოვა.
„ეს ნომერ პირველი ფილმია და ყველა კონკურენტს უკან იტოვებს“, -აცხადებს ტარანტინო.
რაც შეეხება დანარჩენ ფილმებს, კვენტინ ტარანტინოს ფავორიტ ფილმებში მოხვდნენ კრის ნოლანის „დიუნკერკი“, ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში“და ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი“.
„დიუნკერკი“
„შუაღამე პარიზში“
„შეშლილი მაქსი“