LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს რა კაცობაა… ეს რა ადამიანობაა და საერთოდ, რა არის ხალხოოო…” – ბესელია სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქციაზე

909
beselia

ეკა ბესელია გუშინ, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“ყველა კატეგორიის დასაცავი მყოლია ჩემს ხანგრძლივ, საინტერესო საადვოკატო პრაქტიკის დროს , მაგრამ არ მყოლია დასაცავთა შორის, ვინც ციხესთან დადგებოდა და მოშიმშილე , სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს ( როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს) დედას აგინებდა მიკროფონთან მდგომი….

და ეს არაა ორგანიზებული მართული აქცია?

და კოლექტიური ცნობილი გინება – ბადრის რა — ახლა ამით რომ შეცვალეთ ეს მორალურია???

ეს რა კაცობაა… ეს რა ადამიანობაა და ეს საერთოდ, რა არის ხალხოოო…”,- წერს ეკა ბესელია.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გუშინ გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები