ლოს-ანჯელესში, „დისნეის“ „მუფასა: მეფე ლომის“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე ბიონსე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კინოსურათში არტისტი ნალას პერსონაჟს ახმოვანებს, 12 წლის ბლუ აივი კი კიარას.
მოგვიანებით 43 წლის ბიონსემ „ინსტაგრამზე“ ქალიშვილის ფოტოების სერია გაავრცელა.
„ჩემი მშვენიერი პატარა გოგონა, ეს შენი საღამოა. შენ ისე დაუღალავად მუშაობდი, შენი ოჯახი შენით ამაყობს, იკაშკაშე“, – წერს ქალიშვილის წარმატებით ამაყი ბიონსე.
ბიონსეს 12 წლის ქალიშვილი ქუსლიანი ფეხსაცმლითა და მაკიაჟით გამოჩნდა, რამაც ფანები გააღიზიანა
ბავშვს ბავშვობა უნდა ეტყობოდეს – ბიონსეს 11 წლის ქალიშვილის ჩაცმულობამ მომღერლის ფანები აღაშფოთა