LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება, ყოველთვის ძალიან მიყვარდა…“ – გიორგი ცხადაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

1143
გიორგი-ცხადაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს მგზავრებთან კოლაბორაცია „ბლის კუნწულა“ და „ქალდეასთან“ ერთად შექმნილი ნამუშევარი „ჩადი მთვარე“ წარუდგინა.

გიორგი, როდის დაიბადა იმ სიმღერების იდეა, რომელთა პრემიერაც დღეს შედგება?

იდეა წინა წელს დაიბადა. წელს, უკვე სხვა პროექტებზე ვმუშაობდით და მაგ პროექტებსაც მალე გავამხელთ.

მოგვიყევი შენი და მგზავრების ერთობლივ ნამუშევარზე – „ბლის კუნწულა“.

ეს სიმღერა ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება, ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მაშინ, გიგი და მგზავრები რაღაც მოვლენასავით იყო… ჩაიწერა „მთვარე“, „შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ“ და მოკლედ, ყველა მაგას ვუსმენდით. ერთ-ერთი სიმღერა ყოველთვის მიტრიალებდა, თითქოს, ყველაფერს ყვებოდა, სიყვარულსაც ჰყვებოდა, იმ დროინდელ ამბავსაც. ახლახან, ამომივარდა ეს სიმღერა და უცებ გიგის  დავურეკე და ვუთხარი, ასეთი სიმღერის გაკეთების იდეა მაქვს-მეთქი, გიგიმ, მაგრად გამიხარდა, ეს სიმღერა რომ გაგახსენდაო. ერთად გავაკეთეთ ეს სიმღერა, ძალიან ოჯახურად, 2 დღეში მოვხაზეთ და უცებვე გადავიღეთ ვიდეო. იმედია, შეიყვარებთ. სიმღერა თვითონ „მგზავრების“ სტუდიაში გაკეთდა.

რა სიახლეებია თეატრის კუთხით?

თეატრში ბევრი ხალხი დადის და ეს ძალიან გვახარებს. აბსოლუტურად ყველა სპექტაკლზე ისეთი ამბავია თეატრში, გადავსებულია. რომ მწერენ, ბილეთები ვერ ვიყიდეთ, იმიტომ, რომ 5 წუთში გაიყიდაო, ეს ძალიან, ძალიან მახარებს. ადრე, უფრო სხვა კულტურა იყო, ტელეფონებს ხმას არ უთიშავდნენ, ახლა, უფრო სხვა დამოკიდებულებაა.

რა თქმა უნდა, მიმდინარეობს სპექტაკლები, ვემზადებით პრემიერისთვის. კარგი ამბები გვაქვს.

როგორია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონცერტების განრიგი?

14-ში გვექნება ბენდის ლაივი, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, შემდეგ, 3 მარტს, „ქარვასლას იდუმალ ბაღებში“ , 8 მარტს ქუთაისში ვგეგმავთ.

ვისაუბროთ შენი და „ქალდეას“ ნამუშევარზე „ჩადი მთვარე“.

„ქალდეასთან“, ალბათ, 10 წელია ვმეგობრობ. სპექტაკლს აკეთებდა ირაკლი გოგია, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, ამ სპექტაკლზე მოიყვანა ეს გოგოები და პირველად მაშინ აღმოვაჩინე ისინი. პირველად რომ მოვისმინე, ძალიან, ძალიან ემოციებში ვიყავი. იქიდანვე წამოვიდა იდეა, რომ რაღაც ერთად გაგვეკეთებინა. მერე, ერთ სიმღერაზე ვმუშაობდით, მაგრამ, რატომღაც, ვეღარ დავადგით საშველი, რომ ეს სიმღერა გაგვეკეთებინა და ახლახან, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეჟღერებინა ერთი ასეთი, ძალიან, ძალიან საყვარელი სიმღერა. გავაერთიანეთ ორი სიმღერა, ერთ-ერთი არის ქალაქური ფოლკლორი და მეორე არის სულხან ცინცაძის ძალიან, ძალიან მაგარი სიმღერა – „ჩადი მთვარე“. სიმღერა „ბასტი ბუბუს“ სტუდიაში ჩავწერეთ.

გიორგი ცხადაძე & მგზავრები – ბლის კუნწულა

გიორგი ცხადაძე & ანს. ქალდეა – ჩადი მთვარე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიორგი ცხადაძე – თებერვალი დადგაო. Live

გიორგი ცხადაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები