LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს წერილი დედამ მისწერა შვილს, რომელიც ურთულეს და გაუგებარ სენს ებრძოდა, ნიას ახლა ფრთები აქვს და სხვა სამყაროდან გვიყურებს… ალბათ ამისთვის ღირს კიდეც მწერლობა, ანდა ამის გამო არ ღირს“ – გიორგი კეკელიძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

192
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მკითხველის მიერ მისთვის გაგზავნილ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე გიორგი კეკელიძის წიგნია – მკითხველის ემოციური მინაწერით.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ტექსტი მაშინ არის დაწერილი, როდესაც აღნიშნული მკითხველის შვილი მძიმე სენს ებრძოდა:

„გუშინ ერთი ფოტო გამომიგზავნეს. და მერე, ღამით, ვფიქრობდი, რომ ალბათ ამისთვის ღირს კიდეც მწერლობა, ანდა ამის გამო არ ღირს, რომ შენს წიგნს ასეთი განცდა შემორჩეს.

ეს წერილი დედამ მისწერა საკუთარ შვილს, რომელიც ურთულეს და გაუგებარ სენს ებრძოდა.

ჰოდა, ნიას ახლა ფრთები აქვს და სხვა სამყაროდან გვიყურებს.

ჰოდა, ალბათ ამისთვის ღირს კიდეც მწერლობა ანდა ამის გამო არ ღირს.

გააჩნია, როგორ შეგიძლია სიკვდილთან დგომა – ზურგით თუ პირისპირ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გუშინ ერთი ფოტო გამომიგზავნეს. და მერე, ღამით, ვფიქრობდი, რომ ალბათ ამისთვის ღირს კიდეც მწერლობა ანდა ამის გამო არ ღირს,…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on სამშაბათი, 23 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g