ეკატერინა ხვედელიძე – ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს კიდევ ერთხელ, ამჯერად ვიდეო-კლიპით პასუხობს.
„ბატონო როსტომ, ეს ვიდეო არის ჩემი მოკლე პასუხი თქვენს დღევანდელ მომართვაზე.
იმედი მაქვს, რომ გულდასმით უყურებთ სულ რაღაც ორწუთიან ვიდეორგოლს.
ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
პატივისცემით, ეკატერინა ხვედელიძე – ივანიშვილი”, – ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის, როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში რამდენიმე დღის წინ მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის – დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად“. გუშინ უფროსი თაობის წარმომადგენლის, მამის მეგობრის მიმართვას, ეკატერინა ხვედელიძემ საჯარო განცხადებით უპასუხა. რაზეც დღეს საპასუხო წერილი მიიღო.