LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშმაკს ვერ მივაბარებ თავსო, არ უნდათ ელექტრონული პირადობის მოწმობები აიღონ“ – ინჯია საკუთარ ინიციატივაზე

167
ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია კიდევ ერთხელ ეხმიანება საკუთარ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძველი, არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს.

როგორც დღეს ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, მოქალაქეების ნაწილი ახალ პირადობის მოწმობას სხვადასხვა მიზეზის გამო არ იღებს:

„მე მაქვს რამდენიმე პირადობის მოწმობა, რომელიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ. ერთი რაიონიდან არის და ერთი აგერ ჩვენი აპარატის უფროსის მაღლაკელიძის დედა, რომელიც აბაშიძეზე ცხოვრობს, იკლავს თავს, არაო…

სხვადასხვა მიზეზი აქვთ, ერთი ამბობს, ჩემი პირადობა არის უვადო და იქ კარგად გამოვიყურები, ახალგაზრდა ვიყავიო. შემხვედრია რამდენიმე, რომელიც თავისი რწმენით ამბობს, ეშმაკს ვერ მივაბარებ ჩემს თავსო და არ უნდათ ელექტრონული პირადობის მოწმობები აიღონ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ცნობისათვის, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის ინიციატივაა, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობითაც შეძლონ.

პარლამენტმა ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები