ევა მენდესი და რაიან გოსლინგი ერთ-ერთი იმ წყვილთაგანია, რომლებიც პირად ურთიერთობაზე არასდროს საუბრობენ, მეტიც, ისინი პაპარაცების ობიექტივშიც ძალიან იშვიათად ხვდებიან. ახლახან 49 წლის ევა და 42 წლის რაიანი სანტა-ბარბარაში, სახლთან გადაიღეს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ისინი ოჯახური დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ.
მენდესმა ერთ-ერთ ინტერვიუში ნათელი მოჰფინა მიზეზს, თუ რატომ არ უზიარებს საზოგადოებას, მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
„ჩემი მამაკაცი, ეს ჩემი პირადია, მე სოციალურ ქსელში მხოლოდ ჩემს შემოქმედებასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და მოგონებებს განვათავსებ, ჩემი მეუღლე და შვილები, ჩემი პირადი ცხოვრებაა“, – წერს ვარსკვლავი.
მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე
იშვიათი ფოტო – ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შვილებთან ერთად
„ჩემი კაცი, ეს ჩემი პირადია“ – აი, რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთობლივ ფოტოებს