“ქვეყნები, რომლებიც მოგზაურობისთვის უსაფრთხოა” – ჩამონათვალს ევროკავშირი კიდევ 11 სახელმწიფოს ამატებს, რომელშიც კვლავ ვერ ხვდება საქართველო.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს შეთანხმდნენ, რომ მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს კანადა და კიდევ 10 სხვა სახელმწიფო დაემატება.
ცვლილება ძალაში უახლოეს დღეებში შევა.
უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
? კანადა ? სომხეთი
? აზერბაიჯანი ? ბოსნია და ჰერცოგოვინა
? ბრუნეი ? იორდანია
? კოსოვო ? მოლდოვა
? მონტენეგრო ? ყატარი
? საუდის არაბეთი
სიაში არ აღმოჩნდა ბლოკის ყოფილი წევრი სახელმწიფო დიდი ბრიტანეთი, რომელშიც გავრცელებულმა კორონავირუსის დელტა ვარიანტმა, შემთხვევბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ამ დრომდე, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი იყო ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები, ასევე ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონები ჰონგ-კონგი და მაკაო.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ, ევროკავშირმა საზღვრები ასევე გახსნა დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვი.
რაც შეეხება კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიას და საქართველოს პოზიციას ამ ჩამონათვალში, ევროკავშირმა საქართველო 2020 წლის 30 ივნისს შეიყვანა, თუმცა ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, სიიდან იმავე წლის ოქტომბერში კვლავ ამოიღო.