LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდ ევროს გამოუყოფს

154
11

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„ეს იძლევა გარანტიას უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g