LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებში, აგვისტოს ბოლოსთვის შემთხვევების 90% “ინდური” შტამი იქნება: ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

174
eu

“ევროკავშირის ქვეყნებში, აგვისტოს ბოლოსთვის გავრცელებული შემთხვევების 90% ინდური შტამი იქნება,” – ასეთია ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის პროგნოზი, რომელსაც თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

მსგავსი განცხადება, გასულ კვირას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ინდოეთში გამოვლენილი ვარიანტი მსოფლიოში დომინანტი ხდება.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, რათა შეჩერდეს მეტად გადამდები ვარიანტის გავრცელება.

ECDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, “დელტა” ვარიანტი ზაფხულში უფრო სწრაფად გავრცელდება, რადგან გარკვვეული ქვეყნები კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს, ვირუსი კი განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის ვრცელდება, რომლებიც უფრო მეტად ხვდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ამასთან, ისინი არ წარმოადგენენ ვაქცინაციისთვის განკუთვნილ სამიზნე ჯგუფებს.

“ამან შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იმ პირებში, რომლებიც არიან დაუცველები და არ არიან ორჯერადად აცრილები,” – ამბობენ ECDC-ში.

ევროპის რიგ ქვეყნებში "ინდური" შტამი ბრიტანულს ანაცვლებს, მოსალოდნელია, თანდათან იგივე მოხდეს საქართველოშიც: გამყრელიძე

"ქვეყანაში დადასტურებულია "დელტა" შტამის 20 შემთხვევა, ყველა მათგანი იყო იმპორტირებული" - ამირან გამყრელიძე.

კორონავირუსის ე.წ. “ინდური” შტამი, იგივე დელტა ვარიანტი, ეპიდემიოლოგების მტკიცებით, გაცილებით გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი “ბეტა”, ანუ ბრიტანული შტამი.

საგანგაშოდ მიიჩნევენ მის გავრცელებას დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, აშშ-ში.

როგორც აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თეთრი სახლის მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, ახლა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ “დელტა” შტამია.

აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე “დელტა” შტამია: ფაუჩი

“დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შეზღუდვები აღადგინეს

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% “ინდურ ვარიანტს” უკავშირდება: ჯანდაცვის მინისტრი

„ახალი შემთხვევების 70% ინდური შტამია, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო მესამედი აცრილი იყო“ – 20 აპრილის შემდეგ, ისრაელში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

magti 5g