ევროპა და აშშ ტურისტების მასობრივი ტალღისთვის ემზადებიან – ავიაკომპანიები 2023 წლისთვის ნამდვილ ბუმს სწორედ ამ მიმართულებებით პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ტურიზმის შესახებ გაკეთებული ანგარიშებიდან ირკვევა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში ტურისტული აქტივობა ნელ-ნელა იზრდება. სიტუაცია სტაბილურდება მიუხედავად დროებითი სირთულეებისა, ისეთის როგორიცაა მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტრანსპორტის მუშაობა. „მთლიანობაში ევროპული ტურიზმი 2023 წელს საკმაოდ სტაბილურად ხვდება. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანათა მესამედში 2019 წლის მონაცემები გაუმჯობესებულია, ხოლო ქვეყანათა 25% მხოლოდ 10%-ით ჩამორჩება“.
ტურისტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სერბეთი და თურქეთი, სადაც 2023 წელს 32-ით და 21%-ით მეტი ტურისტი ჩავიდა.
ტურისტული ნაკადების ზრდას ელიან აშშ-შიც. ექსპერტთა შეფასებით, უცხოელ ვიზიტორთა შემოდინება 2022 წელთან შედარებით 72%-ით გაიზრდება.