„ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას (ივანიშვილს) სურს ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის წევრობისთვის საბოტაჟი მოაწყოს?“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ twitter-ზე წერს, რითაც იგი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორისა და დამფუძნებლისთვის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველომ თუნდაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ირჩევს დემოკრატიას, მაგრამ ირჩევს პუტინის ტიპის გზას უჭერს მხარს, იმისთვის რომ ბატონი ივანიშვილის მმართველობა ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას (ივანიშვილს) სურს ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის წევრობისთვის საბოტაჟი მოაწყოს?“, – წერს ევროპარლამენტარი.რასა
ცნობისთვის, დღეს, 16 მაისს ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის სახით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
ამავე თემაზე:
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
Does this mean that Georgia, even in the face of Russia’s war against ??, is not choosing democracy, but a Putin-type path to maintaining B.Ivanishvil’s rule at all costs? Does this mean that he wants to sabotage with such actions ?? candidacy to ?? membership? @GeorgianDream41 pic.twitter.com/5XbVbsGlYk
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 16, 2022