LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი გერმანიაში გაჩნდება

120
thumb_1024x663_juwels-11zon

ევროპაში ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს Jupiter-ს 2024 წლისთვის დაამონტაჟებენ. უნიკალური ტექნიკა გერმანიაში, კვლევით ცენტრში იმუშავებს, წერს The Mayor.

სუპერკომპიუტერი ერთ წამში ერთი კვინტილიონი (1 000 000 000 000 000 000) დავალების შესრულებას შეძლებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა წამში ერთი დავალება რომ შეასრულოს, 4 წელი დასჭირდება რათა Jupiter-ის მიერ ერთ წამში შესრულებულ პროცესებს დაეწიოს.

კომპიუტერი ჩოგბურთის 4 კორტის ფართობის სივრცეს დაიკავებს და 260 კილომეტრის მაღალი წარმადობის სადენს გამოიყენებს. ეს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს წამში 2 ათასი ტერაბაიტი ინფორმაცია გაავრცელონ, რაც ვიკიპედიის 11 ათასი სრული ასლის ეკვივალენტია.

მაღალტექნოლოგიურ მანქანას ჯანდაცვის, ბიოლოგიის, კლიმატის, ენერგიის და საწარმოო სფეროში კვლევებისთვის გამოიყენებენ. კომპიუტერი კვლევების ხარისხს ბევრად გააუმჯობესებს, მათ ღირებულებას კი შეამცირებს. გარდა ამისა, დანერგავს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსაც.

მანქანა დაპროექტებულია როგორც „მწვანე“ სუპერკომპიუტერი და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიებს გამოიყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები