ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და მოხუცები აიცრებიან, შემდეგ კი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ამოქმედდება.
„ჩვენ ამ რთული წლის დასასრულს მნიშვნელოვანი მოვლენით ვასრულებთ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის თითოეულ ქვეყანაში იწყება. ვაქცინაცია ვირუსის დაძლევის ერთადერთი გზაა“, -განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში.
ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს.
Today, we start turning the page on a difficult year. The #COVID19 vaccine has been delivered to all EU countries.
Vaccination will begin tomorrow across the EU.
The #EUvaccinationdays are a touching moment of unity. Vaccination is the lasting way out of the pandemic. pic.twitter.com/pYOj5vS2gV
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 26, 2020
