LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის უძველესი პარკი ვიზიტორთა რაოდენობას შეზღუდავს, რათა ბუნება დაიცვას

119
4cad45cd81

ევროპის უძველესი ნაციონალური პარკი ივნისიდან – სექტემბრამდე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობას შეზღუდავს. Euro.dayfr-ის ინფორმაციით, საუბარია საფრანგეთში მდებარე პორტი-კროს ეროვნულ ნაკრძალზე და ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გარემოს დაცვა გახდა.

ხალხის ნაკადი ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე ბევრ ნაგავს ტოვებს, ასევე დიდია ხმაურის და სინათლის დაბინძურება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ, ზაფხულის , როცა ტურისტთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, ტერიტორიის მონახულებას მაქსიმუმ 6 ათასი ადამიანი შეძლებს.

პორტი-კროსის პარკში ანალოგიური შეზღუდვა 2021 და 2022 წელსაც ჰქონდათ. გარდა ამისა ნაკრძალში ტურისტებისთვის საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს: მაგალითად ზღვაში შესვლა მხოლოდ 3 პლაჟზეა დაშვებული, ხოლო მოწევისთვის ან ძაღლის გასეირნებისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმები მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები