„ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ. გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ – ახლა მოთქმა და გოდება გვიანია. თურმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გერმანელი ხალხი ამბობდა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის, ასევეა უცხოური გავლენები, მათ შორის ამერიკიდან“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, იარაკლი ზარქუა ევროპარლამენტის არჩევნებს.
ზარქუას განცხადებით , საქართველო ევროპის ოჯახის წევრი ღირსებით გახდება, სადაც „ჩვენი იდენტიფიცირება იქნება მართლმადიდებლობა და ტრადიციები“:
„ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ. გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ – ახლა მოთქმა და გოდება გვიანია. თურმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გერმანელი ხალხი ამბობდა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის, ასევეა უცხოური გავლენები, მათ შორის ამერიკიდან. ახლა მოთქმა გვიანია, მათ საკუთარი მოსახლეობისთვის უნდა დაეჯერებინათ.
ამ ხნის განმავლობაში უცხოური გავლენების შემცირებაზე აქცენტს ვინც ვაკეთებდით და ქართველი ხალხის ინტერესებს ვიცავდით, ამის გამო ევროპელი ლიდერები გვამუნათებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოში ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ. აღმოჩნდა, რომ თავადაც პრობლემა აქვთ და მათი მოსახლეობა სულ სხვა მიმართულებით აძლევს დაკვეთას და აქვთ სურვილები. თურმე ცენტრალური ევროპის ხელისუფლებები სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამ არჩევნებზე სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა. დიახ, საქართველო ევროპის ოჯახის წევრი ღირსებით გახდება, სადაც ჩვენი იდენტიფიცირება იქნება მართლმადიდებლობა და ტრადიციები“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.