კომპანია Facebook ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაც „2G-სამშაბათი“ იქნება. სიახლის ფარგლებში, ყოველს სამშაბათს კომპანიის თანამშრომლები ნელი ინტერნეტით ისარგებლებენ, რათა განვითარებადი ქვეყნების პირობებს გაუთანაბრდნენ.
სამშაბათს, როდესაც ისინი Facebook -ზე შევლენ, ინტერნეტი საშუალოდ ერთი საათით დაიკლებს, მეორე თაობის ინტერნეტის დატვირთვამდე, რაც დაახლოებით კენიაში არსებული ინტერნეტის სიჩაქრეს უდრის. ვებ-გვერდის ჩატვირთვას ამ პირობებში ისინი დაახლოებით 2 წუთს მოანდომებენ.
ინიციატივის მიზანია აჩვენოს თანამშრომლებს, როგორი ვითარებაა ბევრ ქვეყანაში ამ კუთხით. ამ ყველაფრით კი ისინი გაიგებენ, როგორი აუცილებელია საიტის სწრაფი ჩატვირთვის ოპტიმიზაცია.
„სამშაბათი მათთვის ნამდვილი გამოცდაა. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც იმ ქვეყნების მომხმარებლები, სადაც ჯერ კიდევ 2G მხარდაჭერის ინტერნეტია“, – განაცხადა Facebook -ის ტექნიკურმა დირექტორმა, ტომ ელისონმა.