LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA: ძილის აპნოეს სამკურნალო პირველი პრეპარატი დამტკიცებულია – მილიონობით ადამიანს წონაში კლების პრეპარატის გამოყენების უფლება მიეცა: „პრეპარატი ამცირებს მადას და მიღებული საკვების რაოდენობას“

127
ძილის აპნოე

„ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ობსტრუქციული ძილის აპნოეს მქონე პაციენტებისთვის“, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებაში.

საქმე ეხება ამერიკის მარეგულირებლის მიერ, ძილის აპნოეს სამკურნალო პირველი პრეპარატის (Zepbound, tirzepatide) დამტკიცებას, რომელიც დაავადების მქონე მილიონობით ადამიანს წონაში კლების პრეპარატის გამოყენების უფლებას აძლევს.

პრეპარატი, რომელიც კომპანია Eli Lilly-ს მიერ არის წარმოებული, უკვე დამტკიცებულია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის წონაში კლებისათვის. მათთვის, ვისაც სიმსუქნესთან ერთად ასევე აწუხებს მე-2 ტიპის დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან სისხლის მაღალი წნევა, ასევე პაციენტებისთვის, ვინც ძილის აპნოესთან ერთად ჭარბ წონას ებრძვის.

მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა: ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მხოლოდ ხმით ახდენს არტერიული წნევის პროგნოზირებას!

მეცნიერების თქმით, ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გარდაქმნას ჯანდაცვა.

„პრეპარატი ააქტიურებს ნაწლავებში გამოყოფილი ჰორმონების რეცეპტორებს, რითაც ამცირებს მადას და მიღებული საკვების რაოდენობას. კვლევები აჩვენებს, რომ სხეულის წონის შემცირებით, პრეპარატი ასევე აუმჯობესებს ობსტრუქციულ ძილის აპნოეს“, ნათქვამია FDA-ს ინფორმაციაში.

კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი პრეპარატი ამცირებს ძილის აპნოეს ეპიზოდების სიხშირეს.

საკითხზე ისაუბრეს კომპანია Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა. მათ კლინიკური ცდების შედეგები შეაფასეს:

„კლინიკურ ცდებში მონაწილე პაციენტთა თითქმის ნახევარს იმხელა გაუმჯობესება აღენიშნათ, რომ საერთოდ აღარ ჰქონდათ ობსტრუქციულ ძილის აპნოესთან დაკავშირებული სიმპტომები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ დაავადების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესამცირებლად“, – ამბობს კომპანია Eli Lilly-ს ხელმძღვანელი პატრიკ ჯონსონი.

ხელოვნური „ცხვირი” დაზიანებული ხილისა და გაფუჭებული ხორცის აღმოსაჩენად – მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს, რომლის გამოყენება დაავადებების დიაგნოსტირებისთვის იგეგმება

ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების სუნის შეგრძნებით არის შთაგონებული, რადიკალურად ცვლის ვითარებას. იგი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ დაავადებები, მავნე აირები და გაფუჭებული საკვები.

სპეციალისტების თქმით, პრეპარატი ინიექციის გზით კვირაში ერთხელ შეჰყავთ. FDA-ში ამბობენ, რომ აუცილებელია ვარჯიში და დაბალკალორიული კვების რაციონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g