LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხებაწყობილი ლიმუზინში, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა – მეგან მარკლის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

685
page

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. პრინცი ჰარის მეუღლე „პარიზის მოდის კვირეულზე“ იმყოფებოდა. მან ვიზიტის დროს, „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ლიმუზინში, ფეხებაწყობილი ზის სწორედ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც 1997 წელს ტრაგიკულად დაიღუპა პრინცესა დაიანა.

სოციალურ ქსელებში საზოგადოებამ ვიდეოს „შოკისმომგვრელად უგულო“, „გაუგებარი“ და „უგემოვნო“ უწოდა.

„არასდროს შეწყვეტს ეს ქალი ჩვენს გაოცებას“, „უპატივცემულობის პიკი“, „სამარცხვინო“, – არ წყდება კომენტარები.

რაც შეეხება მის „ლუქებს“, სასექსის ჰერცოგინიამ არჩევანი შავ და თეთრ კაბებზე შეაჩერა. მის „ინსტაგრამზე“ მოდის ჩვენებისთვის მზადების ვიდეოსაც ნახავთ.

ვიდეო: მეგან მარკლის კულინარიული შოუს ანონსმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

ტიკ-ტოკ ტრენდზე აცეკვებული სასექსის ჰერცოგინია და პრინცი ჰარი – მეგან მარკლი ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ინტერნეტსივრცეს იპყრობს

მეგან მარკლი ამბობს, რომ მისი და პრინცი ჰარის შვილები ბაზარში პროდუქტებს ყიდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები