LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმკრთალი სახე თუ ცუდი მაკიაჟი –  ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალის” კულისებში

157
ფერმკრთალი სახე თუ ცუდი მაკიაჟი -  ირინა შეიკი კანის კინოფესტივალის კულისებში

ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალის” ფარგლებში საჯარო გამოსვლებს აგრძელებს. 39 წლის მოდელი ამჯერად ფრანგულ რივიერაზე ლიმონისფერი ანსამბლით გამოჩნდა. ეს გახლდათ გამჭვირვალე კაბა, რომელიც მოდელმა თეთრ ბოტასებს შეუხამა. ყურადღებას იქცევს ირინას უცნაური სახის ფერი, მედიაში წერენ, რომ ის უჩვეულოდ ფერმკრთალია ან საქმე ცუდ მაკიაჟშია, რომელიც მოდელს ცუდს ფერს აძლევს.

ცოტა ხნის წინ, ირინა შეიკი კინოფესტივალის საპრემიერო ჩვენებას დაესწრო, სადაც ტომ კრუზის ახალი ფილმი „შეუსრულებელი მისია 8” აჩვენეს, აქ შეიკი შავი ფერის მკაცრ კაბაში პოზირებდა.

წითელი ხალიჩა კვლავ უნდა ასახავდეს კინოხელოვნებისა და დახვეწილი მოდის შერწყმას – „კანის კინოფესტივალზე” სიშიშვლე და გამჭვირვალე სამოსი აიკრძალა

„მგონი ადგილი შეეშალა“ – ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალზე“ ნახევრად შიშველი „ლუქებით“ მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები