მანჩესტერ ”იუნაიტედის” ყოფილმა ლეგენდარულმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლების ყიდვაც თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
“1994 წელს რონალდოს გადმოყვანა მსურდა “კრუზეიროდან”. ბრაზილიელებთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებდით, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და ის “პსვ”-ში გადავიდა.
ასევე, მსგავსი სიტუაცია მქონდა კიდევ 6 ფეხბურთელთან: რაფაელ ვარანი, პეტერ ჩეხი, დიდიერ დროგბა, ტომას მიულერი, სერხიო აგუერო, ლუკას მოურა”, – აცხადებს ფერგიუსონი.