LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat 500 მარტის თვეში ტოპათეულში შევიდა

194

მარტის თვეში Fiat 500-მა ევროპული საავტომობილო ბაზრის ბესტსელერების ათეულში მოხვედრა მოახერხა. FCA Group-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად 11 წლიანი არსებობისა, სითი ქარმა ისტორიის განმავლობაში გასულ თვეში ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირა. Fiat 500-ზე მოთხოვნა კომპანიამ განსაკუთრებული მოდიფიკაციის გამოშვებით გაზარდა, საუბარია ვერსიაზე Collezione.

JATO Dynamics-ის მონაცემებით, მოდელმა გაყიდული 26 473 ეგზემპლარით ტოპათეულში მეათე ადგილი დაიკავა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2%-იანს შეადგენს.

ევროპელებში გასულ თვეში ყველაზე მოთხოვნადი ისევ Volkswagen Golf-ია, რომლის გაყიდვებიც, 16%-ით გაიზარდა და 54 060 ერთეულს შეადგენს.

მეორე პოზიციაზე Ford Fiesta გავიდა. ის 39 896 ავტომოყვარულმა შეიძინა, რაც გასული წელთან შედარებით 15%-ით ცუდი შედეგია.

ბრინჯაო კი Renault Clio-ს ერგო, რომელზეც მოთხოვნა 7%-ით შემცირდა და 37 612 ერთეული გაიყიდა.

ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: Nissan Qashqai, Volkswagen Polo, Peugeot 208, Ford Focus, Opel/Vauxhall Corsa, Renault Captur.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები