LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებებისას მერილ სტრიპი ღრმა დეპრესიაში იყო

279
Untitledgfd

ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გამოსვლიდან უკვე 15 წელი გავიდა.  ალბათ დაგვეთანხმებით, მერილ სტრიპმა მირანდა პრესლის როლი უზადოდ შეასრულა. ფილმიდან არაერთი სახალისო სცენა გვახსენდება. თუმცა, როგორც ჩანს, ლეგენდარულ მსახიობს გადაღებებთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. სულ ცოტა ხნის წინ სტრიპმა გამოცემა, Entertainment Weekly-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ფილმის გადაღებებისას ღრმა დეპრესიაში იყო.

„ეს საშინელება იყო, განადგურებული ვიჯექი, ამ დროს კი სხვები ერთობოდნენ და იცინოდნენ. მე ღრმა დეპრესიაში ვიყავი“, – აცხადებს მსახიობი

თუმცა გასაოცარი ისაა, რომ მსახიობს შინაგანი მდგომარეობა საერთოდ არ ეტყობოდა. მისი კოლეგის, ემილი ბლანტის თქმით, ფილმზე მუშაობისას დარწმუნებული იყო, რომ მერილ სტრიპი თავს მშვენივრად გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები