ის არის ადამიანი, რომელიც ბევრისთვის გემოვნების, ქარიზმისა და დახვეწილი იუმორის ეტალონს წარმოადგენს, მის აზრს ისთვალისწინებენ და მის პერსონას ავტორიტეტადაც მიიჩნევენ.
სწორედ ამიტომ, ქარიზმატული და მცირედ უცნაური კვენტინ ტარანტინო არ ერიდება და ხშირად გვიზიარებს საკუთარ არჩევანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საინტერესოა.
„მოკალათდით, მოდუნდით და მუსიკის დაუვიწყარ სამყაროში გადაეშვით, შესაძლოა თქვენ, უკან დაბრუნება აღარც მოგინდეთ“ - "სატირის მეფე" საკუთარ ფლეილისტს გვიზიარებს
,,ფორტუნა პლუსი" კვენტინ ტარანტინოს ათ, რჩეულ კომპოზიციას გთავაზობთ:
ამჯერად რეჟისორმა 2019 წელს გამოსულ ფილმებს შორის გააკეთა არჩევანი და თავისი აზრით საუკეთესო ფილმიც დაასახელა.
კვენტინ ტარანტინოს 2019 წლის ფავორიტი ფილმია ფრანგი რეჟისორის, ალექსანდრ აჟას გადაღებული „ხოხვაა“(Crawl). ფილმი ამერიკელი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ფლორიდაში ქარიშხლის დროს მამის გადასარჩენად ევაკუაციის ზონაში გაემართება.
„ფილმმა ყველა ასპექტში აღმაფრთოვანა“-აცხადებს რეჟისორი