გამოცემა Visa HQ-ის ინფორმაციით, ფინეთში ტურისტებმა ახალი „ატრაქცია“ აღმოაჩინეს – ისინი მიდიან რუსეთის საზღვართან და იქ სელფებს იღებენ.
მოგზაურები ცდილობენ ფოტო გადაიღონ ნატოს ახალ საზღვარზე, მას შემდეგ რაც ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.
ფინელმა მესაზღვრეებმა უკვე დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც საზღვრის ტყიან ზონაში, სათხილამურო კურორტებთან ახლოს, აღმოჩნდნენ ტურისტები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

ამის გამო ფინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვრის სპეციალურ ზონაში ნებართვის გარეშე მოხვედრილი ტურისტები დაჯარიმდნენ. ჯარიმა დაახლოებით 500 ევროს შეადგენს.
თუ ადამიანი სახელმწიფო საზღვრის რეალურ ხაზსაც გადაკვეთს, მას შესაძლოა შენგენის ზონაში შესვლაც აუკრძალონ.