LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

169
306872178_477422024304438_976733601244607379_n

მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ შენობიდან, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა.

კადრებში სავარაუდო თავდამსხმელი მიმართავს და მოთხოვნებზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს

შეიარაღებული პირი ორ მილიონ დოლარს ითხოვს:

„ფისოებო, ორი მილიონი დოლარი მოიტანეთ, ფისო“, – ამბობს პირი.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასევე ისმის: „შეხედე, ბომბები რაფერაა“…

შეიარაღებული პირი საკუთარ მოთხოვნებს კარნახობს შენობაში მყოფ ერთ-ერთ პირს და მიმართავს, რომ მისი სიტყვები გაახმოვანოს:

„2 მილიონი დოლარიო, სამ საათში უნდა ამ ადამიანს 2 მილიონი დოლარი, დაენახე, შენ თვითონ წაუყენე პირობები ჩემო ძმაო“, – ამბობს შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი.

შეგახსენებთ, ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ.

“შენობაში მძევლად რჩება 12 პირი” – შსს საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს “საქართველოს ბანკი”.

ბოლო ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა შენობიდან რამდენიმე ადამიანიც გაათავისუფლა.

mazda magti 5g