LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!

173
77

ჯანდაცვის ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციურ საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფხაკაძის თქმით, ექიმები გმირები არიან და უმრავლესობა მათ დასახმარბლად არაფერს აკეთებს.

„ ჩვენი გმირები❗️

ჩვენი ჯარისკაცები❗️

თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!

ვინც ხართ მტრის მხარეს, ხართ ქვეყნის და ერის მოღალატეები❗️

ამ ომში ჯარისკსცების რაოდენობა არ არის საკმარისი და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ჯარს:

?გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე❗️ (2 წლის ასაკიდან აცრილი და აუცრელი ადამიანები).

?დარჩით სახლში და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს❗️

?აიცერით “ფაიზერის” ვაქცინით, რაც შეიძლება მალე❗️

თხოვნა – ვინც აიცერით, ეს არ ნიშნავს, რომ აცრის ცენტრიდან პირდაპირ საყვარელთან ან მეგობრებთან საქეიფოდ უნდა წახვიდეთ, აცრა მხოლოდ გეხმარებათ და 100%-ით არ გიცავთ ინფიცირებისგან, შეიგნეთ ეს❗️

p.s : სურათი შემხვდა ინტერნეტში თბილისის რესპუბლიკური საავადყოფოა. ავტორი არ ვიცი, ვინ არის“, -წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g