როგორც ცნობილია, ჯეი ლოს ახალ ფილმში იღებენ, ეს გახლავთ მელოდრამა, სახელწოდებით „სამსახურებრივი რომანი“, რომელშიც მას პარტნიორობას ბრეტ გოლდსტაინი უწევს.
ბრეტ გოლდსტაინმა ჯეი ლოს ყველაზე სექსუალური ქალი უწოდა – ვრცელდება მათ პირველი ერთობლივი ფოტოები
გადაღებები უკვე დაიწყო და გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. 55 წლის ჯეი ლოს თეთრი ორეული აცვია და ბრწყინვალედ გამოიყურება, მას თან ახლავს 44 წლის ბრედი.
რამდენიმე კვირის წინ სასცენო პარტნიორებზე არაერთი დამაინტრიგებელი ინფორმაცია გავრცელდა.
„მათ შორის ქიმია ღვივდება. ჯეი ლოს ერთი სული აქვს ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოს, განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი უსიმპათიურესი ბრეტი იქნება. სხვათა შორის, ბრეტ გოლდსტაინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯეი ლოს დიდი თაყვანისმცემელია და მას ყველაზე სექსუალური ქალბატონი უწოდა. “, – აცხადებს ინსაიდერი.











