20 ოქტომბერს, ფლორენციაში კომპოზიტორ დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე, რომელიც ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში გაიმართა, კლასიკური ნაწარმოებები და ცნობილი კინომუსიკა შესრულდა.
მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ, მათ შორის, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი აბულაძე, ნატო მეტონიძე და ქეთი მელუა. აღსანიშნავია, რომ ორკესტრს შემსრულებელი, კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობდა. მსმენელის წინაშე ასევე წარდგა მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა.
ფლორენციაში გამართულ მუსიკის საღამოს შესახებ მუსიკოსი და დირიჟორი მეკო ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ფლორენცია… ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცა…
ფლორენცია, სადაც მუსიკა ნამდვილად გვაერთიანებს, აცოცხლებს ემოციებს და გვაძლევს შემსრულებლებს შემართებას, მოტივაციას და დიდი მიზნებისკენ სწრაფვას.
ფლორენცია …
სადაც ჩვენ წარვდექით უმაღლესი ხარისხის პროფესიული მუსიკით, შესანიშნავ შემსრულებლებთან ერთად. (მუსიკოსებთან, ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად …
სადაც შესრულდა კომპოზიტორ დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია და რომლის საგუნდო და საორკესტრო არანჟირებები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა შექმნა.
ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია, რომელიც სავსეა სიკეთით, სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით.
ეს იყო ნამდვილი მუსიკის დღესასწაული, სადაც მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გააერთიანა, მუსიკოსთა დასი, რომელთა ჟღერადობაც ჰარმონიულად ერწყმოდა და საოცრად ჟღერდა ფრანკო ძეფირელის თეატრში.
ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ახალგაზრდული კაპელის სახელით საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს.
ქალბატონ თინათინ რუხაძეს ამ შესაძლებლობისთვის, თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
მადლობა ბატონ გიორგი ანდღულაძეს ორგანიზებისთვის და პროექტის განხორციელებისთვის.
უღრმესი მადლობა ყველას ძალიან დიდი ნდობისთვის, სიყვარულისთვის ,თავდაუზოგავი შრომისთვის დაფასებისთვის…ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენისთვის.
ძალიან დიდი მადლობა… ქალბატონ ნინო თორაძეს.
ამ შესაძლებლობისთვის, ნდობისთვის, თანადგომისთვის და პროექტის ორგანიზებისთვის.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს …
ჩვენს მარგალიტებს. … ჩვენთვის ეს იყო დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მოტივაცია იმისა რომ, ჩვეულ რიტმში და მოწოდების სიმაღლეზე გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვემსახუროთ ყველაზე ღირებულს – მუსიკალურ საგანძურს!
მადლობა ჩვენს პედაგოგებს: ნათია ჯიქიას, ნატო აბრამიძეს, ქეთი ბეგიაშვილის, ია ჯოჯუას“, – წერს მეკო ქავთარაძე სოციალურ ქსელში.
🎶..ფლორენცია…ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცა….❤️ 🎶ფლორენცია, სადაც მუსიკა ნამდვილად გვაერთიანებს,აცოცხლებს ემოციებს…
Posted by Meko Kavtaradze on ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
